ავტორი:

მორიგი ულამაზესი გოლი და დამარცხებული "ბებერი ქალბატონი" - რა შეფასება მიიღო "კვარამ" და რა თქვა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ?

მორიგი ულამაზესი გოლი და დამარცხებული "ბებერი ქალბატონი" - რა შეფასება მიიღო "კვარამ" და რა თქვა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ?

სერია ა-ს 27-ე ტურში “ნაპოლიმ” “იუვენტუსს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ანგარიში 43-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი გოლით გახსნა, 81-ზე ფედერიკო კიეზამ გაათანაბრა, 7 წუთში კი შჩესნიმ ოსიმენის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია, თუმცა რასპადორიმ ყველას დაასწრო და "იუვეს“ მეორე გოლი გაუტანა.

"კვარამ" მოედანზე 90+3 წუთი გაატარა. ის 93-ე წუთზე შეცვალეს. მან სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა Whoscored.com-ზე ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი 8.0 შეფასება მიიღო. სხვა ანალიტიკურმა საიტებმა კი ასე შეაფასეს: Flashscore 7.7 ქულა, Sofascore 8.0 ქულა.

  • რა თქვა "ნაპოლის“ მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ მატჩის შემდეგ?

"გამარჯვებამ ძალიან გამახარა. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, გაუმჯობესების და მოგებების სურვილი გაგვაჩნია. "კვარა" და ოსიმენი ძალიან მაგარი ფეხბურთელები არიან. მათ რთული პერიოდი გამოიარეს და თავიანთ დონეს დაუბრუნდნენ. მე სხვებზეც მინდა ვისაუბრო. ბურთის ფლობისას მანევრირება გვაქვს გამოსასწორებელი და ვერტიკალურად უკეთ მოქმედება გვმართებს. 10 დღეში სასწაული არ მოხდებოდა". წაიკითხეთ კომენტარი სრულად

იხილეთ ასევე: