ცხინვალის რეჟიმი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს

ცხინვალის რეჟიმი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს

ცხინვალის რეჟიმი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. როგორც სააგენტო "რესი" იუწყება, ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა, დავით სანაკოევმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უსამართლოა, თუმცა, სანაკოევი აქვე აღნიშნავს, რომ დეტალები მისთვის უცნობია.

"ამ საკითხს ვსწავლობ, მაგრამ ეხლა ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ ბევრი მოსარჩელე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები და რუსი სამშვიდობოები არიან და ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება მათ მიმართ უსამართლოა, რამდენადაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მხრიდან სასტიკი აგრესია დაატყდათ თავს", - განაცხადა სანაკოევმა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აუცილებელი ინფორმაციის არქონის გამო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300 სარჩელიდან 1549 დახუროს. საქმეები 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ეხება.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?