ავტორი:

ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს საქართველო - ლუქსემბურგის მატჩზე წარადგენს - რას წერს "მატადორი"?

ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს საქართველო - ლუქსემბურგის მატჩზე წარადგენს - რას წერს "მატადორი"?

ილია თოფურია 21 მარტს საქართველო - ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება და ქართველ გულშემატკივარს თამაშის დაწყებამდე UFC საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.

ინფორმაცია ილია თოფურიამ დაადასტურა. მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე ერთ-ერთი კომენტარის ავტორს უპასუხა.

"როგორ გვინდა ქართველებს, ახლა საქართველო ლუქსემბურგის მატჩია, ნახევარფინალი. მანდ დაწყების წინ რომ გამოხვიდე ქამრით და შენ რომ გახსნა ეს მატჩი ეს ჩვენი ოცნებაა და იმედია შენი დახმარებით რეალობად გვექცევა ეს ოცნება, ილო", - წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი, რასაც ილია ასე პასუხობს:

"მანდ ვიქნები".

ცნობისთვის, ილია თოფურიამ UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ალექსანდრე ვოლკანოვსკი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ თოფურიამ საჩემპიონო ქამარი უკვე წარადგინა ესპანელი გულშემატკივრის წინაშე, მადრიდის "რეალის" სტადიონზე.

რაც შეეხება საქართველო ლუქსემბურგის მატჩს - თამაში 21 მარტს, თბილისში "დინამო არენაზე" გაიმართება.