ავტორი:

"გავსკდი ტირილით! გემუდარებით ყველას მაპოვნინეთ ჩემი ძმა! რაც გავარკვიე, ხობში გააშვილეს" - რას წერს ნანუკა გულუა?

"გავსკდი ტირილით! გემუდარებით ყველას მაპოვნინეთ ჩემი ძმა! რაც გავარკვიე, ხობში გააშვილეს" - რას წერს ნანუკა გულუა?

ნანუკა გულუა ძმას ეძებს. მსახიობი სოციალურ ქსელში თამუნა მუსერიძეს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. შეგახსენებთ, რომ სწორედ თამუნა მუსერიძეა ის ჟურნალისტი, რომელმაც სოციალურ ქსელში ჯგუფი "ვეძებ" შექმნა და ათასობით ადამიანს დაკარგული დედმამიშვილების და ბიოლოგიური მშობლების მოძებნაში ეხმარება.

"გავსკდი ტირილით! გემუდარებით ყველას მეც მაპოვნინეთ ჩემი ძმა! ჩემი ძმის დედას რომლის პირად ცხოვრებას ვუფრთხილდები და არ ვეკარები, ვემუდარები, გადაეცით, მითხრას ყველაფერი რაც მას მაპოვნინებს, გთხოვთ!

თამუნა, ბოლოს რაც გავარკვიე ხობში გააშვილეს და 50-55 წლის კაცია!“ - წერს ნანუკა.

როგორც მისი პოსტიდან ირკვევა გაშვილებულ ძმას და ნანუკას ერთი მამა ჰყავთ, თუმცა მამაკაცი რომელიც ახლა 50-55 წლამდეა ხობში გააშვილეს.

ნახეთ ასევე: