ავტორი:

იქნება თუ არა კიდევ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები - პრემიერის კომენტარი

იქნება თუ არა კიდევ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები - პრემიერის კომენტარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში სხვა საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არაა.

  • როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა მინისტრი "ძალიან კარგად მუშაობს“.

"ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად, მათ შორის ის მინისტრებიც, რომელიც დაასახელეთ [ჟურნალისტმა] - საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, აქედან გამომდინარე არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არაა“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე იმის შესახებ, რომ თანამდებობა დატოვა შიდა ქართლის გუბერნატორმა და კიდევ ხომ არ იგეგმება მსგავსი გადაწყვეტილება, კობახიძე ამბობს, რომ არა.

"თავად მიიღო გუბერნატორმა გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე სხვა ცვლილებები არ იგეგმება, უახლოეს მომავალში დასახელდება კანდიდატურა“, - განაცხადა კობახიძემ.

წაიკითხეთ ასევე: