ავტორი:

"ეს ბოლო შანსი იყო" - ცოლ-ქმარი და მათი 2 წლის შვილი ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩნენ: საშინელებათა ჟანრის რეალური ამბავი ბედნიერი დასასრულით (ფოტოები)

"ეს ბოლო შანსი იყო" - ცოლ-ქმარი და მათი 2 წლის შვილი ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩნენ: საშინელებათა ჟანრის რეალური ამბავი ბედნიერი დასასრულით (ფოტოები)

ავიაკატასტროფა, რომელიც მსხვერპლის გარეშე დასრულდა - კალიფორნიელი წყვილი და მათი 2 წლის შვილი სასწაულებრივად გადარჩნენ მას შემდეგ, რაც ჩამოვარდა პატარა თვითმფრინავი, რომელშიც იმყოფებოდნენ.

საქმე ისაა, რომ მფრინავმა თვითმფრინავის მასიური პარაშუტი გახსნა, რომელმაც ვარდნის სიჩქარე შეამცირა. საბოლოოდ, ის ტყით დაფარულ, მთიან მხარეში ჩამოვარდა და საბედნიეროდ, ბორტზე მყოფი ყველა პირი გადარჩა.

  • მაშველებმა ისინი ჩამოვარდნის ადგილას იპოვეს. ცოლ-ქმარს და მათ შვილს მხოლოდ მცირე ჭრილობები და ნაკაწრები აქვთ.

ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავი SR Shelter Cove-ის აეროპორტიდან აფრინდა და სანტა როზასკენ მიემართებოდა, სადაც ოჯახი ცხოვრობს. ფრენის დროს ძრავი მწყობრიდან გამოვიდა.

მფრინავმა პრობლემის მოგვარება დაიწყო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ პრობლემა ვერ მოგვარდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, გამოეყენებინა სისტემა სახელად Cirrus Airframe Parachute - ეს სისტემა ანელებს თვითმფრინავის ვარდნის სიჩქარეს. საბოლოოდ, მფრინავის გადაწყვეტილებამ შედეგი გამოიღო. "ეს ბოლო შანსი იყო, პარაშუტის გარეშე გადარჩენის შანსი არ არსებობდა", - ამბობენ მაშველები.

როდესაც მაშველები მივიდნენ, ადამიანები უკვე თვითმფრინავიდან გასულები იყვნენ. სახანძრო სამსახურის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ ეშვება პარაშუტით თვითმფრინავი. ასევე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ხეებში, დამსხვრეული თვითმფრინავია აღბეჭდილი.

ბოლო ცხრა თვეში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ჩამოვარდნისას პატარა ზომის თვითმფირნავის პარაშუტი გახსნეს და ვარდნის სიჩქარე შემცირდა. პირველი შემთხვევის დროს თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა, მაშინაც ორმა დაზარალებულმა მაშველების დახმარებით ნაპირზე გამოსვლა შეძლო და გადარჩა.