ავტორი:

რუსული "სანტა-ბარბარა": ბიჭმა, რომელმაც აღმზრდელ ქალზე იქორწინა, ბიოლოგიური დედა იპოვა - 53 წლის ქალისა და მისი შვილობილის ქორწინება კვლავ კრიტიკის საგანია

რუსული "სანტა-ბარბარა": ბიჭმა, რომელმაც აღმზრდელ ქალზე იქორწინა, ბიოლოგიური დედა იპოვა - 53 წლის ქალისა და მისი შვილობილის ქორწინება კვლავ კრიტიკის საგანია

რუსი „დედა-შვილი“ რომლებმაც ცოტა ხნის წინ ერთმანეთზე იქორწინეს, ისევ ყურადღების ცენტრში მოხვდა. მათი ცხოვრება ერთგვარ "სანტა ბარბარას" ჰგავს, სადაც ნელ-ნელა ახალ-ახალი გმირები ჩნდებიან. მუსიკის პედაგოგი აისილუ ჩიჟევსკაიას მეუღლე, შოუს "შენ ხარ ვარსკვლავის!" გამარჯვებული დანილ ზარიპოვია. დანილზე დაქორწინებამდე აისილუ მისი დედობილი იყო. მათი ქორწინება დღემდე რთულად აღსაქმელია რუსებისთვის, ისინი წყვილს სალანძღავ მესიჯებს უგზავნიან და ემუქრებიან.

ამჯერად მედია წერს, რომ დანილმა ბიოლოგიური დედა, და და ბებია იპოვა.

შეგახსენებთ, რომ ბიჭი ყაზანში დაიბადა. დედა მუდმივად წასული იყო, მამა კი ციხეში იჯდა. საპატიმროს დატოვების შემდეგ, ის ვაჟს სცემდა და მასზე სექსუალურად ძალადობდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად აისილუმ მოუყვა.

"თავიდან ჩემს შეხებაზეც კი შეკრთა. როგორც ჩანს, სხეულს და სულს ჯერ კიდევ ახსოვდა ის დრო“ - უთხრა მან ჟურნალისტებს.

ბიჭი ბებიამ გაზარდა, რომელიც დანილს სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. როდესაც მამა სასტიკად სცემდა, ბებია შვილიშვილს მეზობლებთან მალავდა, ხოლო მოხუცი ქალის გარდაცვალების შემდეგ, ის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.

დანილი და აისილუ, 2015 წელს, როდესაც საზოგადოება მათ დედა-შვილად იცნობდა

სწორედ იქიდან აიყვანა შვილად აისილუ ჩიჟევსკაიამ, ქალმა, რომელზეც ბიჭმა რამდენიმე წლის შემდეგ იქორწინა. გასულ წელს წყვილმა სახლი იყიდა მოსკოვის რეგიონში და საერთო შვილზე ფიქრობენ.

"ხომ იცით, რომ ობოლი ვარ და დედა არ მყავს. მაგრამ ცოტა ხნის წინ ერთმა გოგონამ მიპოვა და მითხრა, რომ ჩემი და იყო. მეც მყავს დედა და ბებია, რომლებიც მეძებდნენ. ახლა ვგეგმავთ მათთან შეხვედრას და მერე ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით, -“ წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

წაიკითხეთ ასევე: