ავტორი:

"ჰუსიტები" და ბირთვული პროგრამა - საიდუმლო მოლაპარაკებები აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირების ფონზე - რა ინფორმაცია მოიპოვა Financial Times-მა

"ჰუსიტები" და ბირთვული პროგრამა - საიდუმლო მოლაპარაკებები აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირების ფონზე - რა ინფორმაცია მოიპოვა Financial Times-მა

აშშ-მა "ჰუსიტების“ თავდასხმების შესახებ ირანთან ფარული მოლაპარაკებები გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • Financial Times-ის ცნობით, აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლები ირანელ კოლეგებს იანვარში, ომანში შეხვდნენ და მხარეებმა წითელ ზღვაში "ჰუსიტების“ თავდასხმები და ირანის ბირთვული პროგრამა განიხილეს.

აშშ-მა გამოთქვა შეშფოთება ირანის ბირთვული პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით.

  • გამოცემა წერს, რომ აშშ ეფექტიანად იყენებს დიპლომატიურ არხებს მაშინაც კი, როცა ირანთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად აქვს გართულებული

"ჩვენ ირანისთვის ინფორმაციის გადაცემის ბევრი გზა გვაქვს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

  • აშშ-ის დელეგაციას ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველი, ბრეტ მაკგურგი და ირანში აშშ-ის ელჩი, აბრამ პეილი ხელმძღვანელობდნენ.

აშშ-ის ოფიციალური პირებს არაეთხელ დაუდანაშაულებია თეირანი ჰუსიტებისთვის დრონების, რაკეტების და სხვა იარაღით მომარაგებაში, რომლითაც შემდეგ დაჯგუფების წევრები "ჰამასის" მხარდასაჭერად დასავლეთის სავაჭრო გემებს ესხმოდნენ თავს. თეირანის მტკიცებით მეამბოხეები დამოუკიდებლად მოქმედებენ და ირანს მათზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

"ჩვენ შეგვიძლია მათთან საუბარი, მაგრამ არ შეგვიძლია, რომ მათ მოვთხოვოთ და ან ვუკარნახოთ რაიმე", - თქვა შეხვედრაზე ირანის წარმომადგენელმა. როგორც ცნობილია, მხარეები ერთმანეთს იანვარში შეხვდნენ და დაგეგმილი იყო კიდევ ერთი შეხვედრა თებერვალშიც, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა.

მედიის ცნობით, ირანისა და აშშ-ის მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო.