ავტორი:

მეგანი და ჰარი ამბობენ, რომ ამჯობინებენ ქეით მიდლტონის გარშემო ატეხილი სკანდალისგან თავი შორს დაიჭირონ - მათთან დაახლოებული წყარო კი ამბობს, რომ "ასეთ შეცდომას მეგანი არასდროს დაუშვებდა"

მეგანი და ჰარი ამბობენ, რომ ამჯობინებენ ქეით მიდლტონის გარშემო ატეხილი სკანდალისგან თავი შორს დაიჭირონ - მათთან დაახლოებული წყარო კი ამბობს, რომ "ასეთ შეცდომას მეგანი არასდროს დაუშვებდა"

ქეით მიდლტონის ფოტოსთან დაკავშირებული კრიტიკა გრძელდება - ამჯერად მომხდარს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ დრამისგან თავის შორს დაჭერას ამჯობინებენ.

ორშაბათს ამერიკულმა ტაბლოიდმა Page Six გამოაქვეყნა ინტერვიუ მეგანისა და ჰარის "სანდო წყაროსთან", რომელიც ამტკიცებდა, რომ სასექსის ჰერცოგინია მსგავს შეცდომას არასდროს დაუშვებდა:

”ასეთ შეცდომას მეგანი არასდროს დაუშვებდა... მას მახვილი თვალი აქვს და ყოველ დეტალს დიდ ყურადღებას აქცევს. ჰარისა და მეგანს რომ იგივე შეცდომა დაეშვათ, მედია მათ გაანადგურებდა. წესები ორივე წყვილზე ერნაირად არ ვრცელდება", - ნათქვამია ინტერვიუში.

როგორც ცნობილი, ჰარის სპიკერი Page Six-ს დაუკავშირდა და აღნიშნა, რომ ე.წ. სანდო წყარო მასთან დაახლოებული პირი არ იყო.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ქეით მიდლტონმა შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ეს მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ გამოქვეყნებული პირველი ოფიციალური სურათია.

საქმე ისაა, რომ ფოტო შესამჩნევადაა რედაქტირებული, რაც სამეფო წყვილის გულშემატკივრებისთვის კიდევ უფრო შეშფოთების მიზეზად იქცა. ფოტოს უხეშ რედაქტირებას ქეით მიდლტონი თავადაც გამოეხმაურა. უელსის პრინცესამ ბოდიში მოიხადა და ინციდენტი იმას დააბრალა, რომ "რედაქტირებაში ექსპერიმენტს ატარებდა":

"როგორც ბევრი გამოუცდელი ფოტოგრაფი, მეც ხშირად ვატარებ ფოტოს რედაქტირების ექსპერიმენტებს. მინდა, ბოდიში მოვიხადო იმ დაბნეულობისთვის, რაც ჩვენმა ოჯახურმა ფოტომ გამოიწვია" ,- წერდა ქეითი პლატფორმა X-ის ოფიციალურ ანგარიშზე.

იხილეთ ასევე: