რუსეთის საანგარიშო პალატა შეამოწმებს, როგორ იყენებს აფხაზეთი რუსეთის ფინანსურ დახმარებას

რუსეთის საანგარიშო პალატა შეამოწმებს, როგორ იყენებს აფხაზეთი რუსეთის ფინანსურ დახმარებას

რუსეთის საანგარიშო პალატის თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინი 12 იანვარს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი თანხის ხარჯვის ეფექტურობას შეამოწმებს.

როგორც საანგარიშო პალატაში განაცხადეს, სერგეი სტეპაშინი სოხუმში N2 საშუალო სკოლას, აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიას, აფხაზეთისა და რუსეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრებსა და რამდენიმე სხვა ობიექტს მოინახულებს, რომელთა რეკონსტრუქციაც აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური გეგმის ფარგლებში, რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა.

ობიექტების დათვალიერების შემდეგ რუსეთის საანგარიშო პალატის თავმჯდომარე სხდომას გამართავს, რომელსაც აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში დაესწრება.

მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?