რა ჩაიწერა ჟენევის ბოლო კონსულტაციების კომუნიკეში

რა ჩაიწერა ჟენევის ბოლო კონსულტაციების კომუნიკეში

დასავლეთი შესაძლოა, საქართველოსგან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვდეს. ამგვარი ვარაუდი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გამოთვა.

საკუთარი მოსაზრების საფუძვლად ცინცაძე ჟენევის მოლაპარაკების ბოლო რაუნდის კომუნიკეს ასახელებს, სადაც მისი თქმით, ამგვარი პოზიციაა დაფიქსირებული - "მხარეები შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით და ახალი რეალობის შესახებ რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე, სამშვიდობო პროცესის წინსვლა შეუძლებელია".

"ჟენევის ბოლო კონსულტაციებზე მიღებულ კომუნიკეში მთავარი ის იყო, რასაც ყურადღება არავინ მიაქცია და იგი ჩვენთვის ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, თითქოს ჩვენ დავთანხმდით, რომ ჩვენი მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის აღიარების გარეშე შეუძლებელია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო პროცესის წინსვლა", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჟენევაში გამართული კონსულტაციები მანამდეც უშედეგოდ სრულდებოდა, მაგრამ გიგა ბოკერიას გაერო-სა და ევროკავშირის მისამართით ღია პრეტენზია მანამდე არ გამოუთქვამს.

"როგორც ჩანს, ჩვენგან ღიად თუ შეფარვით, სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვენ. ამ თემაზე ჩვენთან არავინ საუბრობს და ისე იქცევიან, როგორც - პარტიზანი დაკითხვაზე. ის რომ, ამ თემაზე საგარეო სამინიტროს რამე განცხადება არ გაუკეთებია, ძალიან ცუდად მენიშნა", - განაცხადა პოლიტოლოგმა.

მისი აზრით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო დასავლეთს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაში "მართლაც რაღაც თამაშს უფუჭებს".

"დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა ის გახლავთ, რომ კიდევ ჰგონიათ, თითქოს მედვედევი პუტინისაგან განსხვავდება. მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი 2012 წელს ხელმეორედ გახდება. დასავლეთისთვის ალბათ მედვედევი სჯობია, მაგრამ ასე იქნება კი", - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?