ილინოისის შტატში სიკვდილით დასჯა უქმდება

ილინოისის შტატში სიკვდილით დასჯა უქმდება

აშშ-ის შტატ ილინოისში სიკვდილით დასჯა უქმდება. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი "ნიუსრუ" ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ადგილობრივმა სენატმა უკვე დაუჭირა მხარი ცვლილებას და კანონპროექტი ხელმოსაწერად გუბერნატორს, "დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენელს პატ ქუინს გადაუგზავნა.

ილინოისამდე სიკვდილით დასჯა 2009 წელს ნიუ-მექსიკოშიც გაუქმდა.

მიუხედავად იმისა, რომ ილინოისის კანონმდებლობა სასჯელის უმაღლესი ზომის დაწესებას (სიკვდილით დასჯას) ითვალისწინებდა, პრაქტიკაში ეს ზომა ბოლო 10 წლის განმავლობაში არც გამოუყენებიათ.

ილინოისის შტატის სენატის წევრმა კვამე რაულმა 11 იანვრის სხდომის დროს განაცხადა, რომ შტატის არსებობის მანძილზე არაერთი შეცდომა დაუშვეს, რის გამოც არაერთი უდანაშაულო მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს.

"ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შევუერთდეთ ცივილიზებულ სამყაროს და ბოლო მოვუღოთ უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის საფრთხის პრაქტიკას", - განაცხადა სენატორმა.

ამ დროისათვის სიკვდილით დასჯა სასჯელის უმაღლეს ზომად არ გამოიყენება აშშ-ის 15 შტატსა და კოლუმბიის ოლქში. გასულ წელს სიკვდილმისჯილთა რიცხვი აშშ-ში 12%-თ შემცირდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ