ავტორი:

"არა, რა სისულელეა! როგორ შეიძლება გაშორდე ექვსი შვილის დედას... ხშირად ჩამოვდივარ და სულ ერთად ვართ" - რას ჰყვება პეტრე კოლხი მეღლესა და ექვს შვილზე

"არა, რა სისულელეა! როგორ შეიძლება გაშორდე ექვსი შვილის დედას... ხშირად ჩამოვდივარ და სულ ერთად ვართ" - რას ჰყვება პეტრე კოლხი მეღლესა და ექვს შვილზე

პეტრე კოლხი გადაცემა "პირველი სტუდიას" სტუმრობდა. დეკანოზმა საკუთარ ოჯახზე, მეუღლესა და ექვს შვილზე ისაუბრა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ მეუღლესთან გაშორებული არ არის.

"მყავს ექვსი შვილი. ჩემი მეუღლე არის გმირი. მე ვერ ვუძლებ ამ ბავშვებს, თამამად შემიძლია ვთქვა. ცუდი მამა არ ვარ, მაგრამ ეს გნიასი, ყიჟინა და ზედმეტი ხმაურები კიდევ უფრო მეტად მაგიჟებს. თან შვილიშვილიც ხომ შემოგვემატა, ამიტომ გავერიდე ოჯახს, შეიძლება ითქვას.

ეს ჩემი სისუსტეა და ვაღიარებ. ჩემი ცხოვრებიდან გმომდინარე ფსიქიკა ისედაც დაღლილი მაქვს და ეს ზედმტი ხმაურები კიდევ უფრო მაგიჟებს."- განაცხადა პეტრე კოლხმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაშორებულია თუ არა მეუღლეს, სასულიერო პირმა მიუგო:

"არა, რა სისულელეა! როგორ შეიძლება გაშორდე ექვსი შვილის დედას! ხშირად ჩამოვდივარ და სულ ერთად ვართ. მაგრამ იმდენად მივეჩვიე მარტო ყოფნას... იმდენად დაიღალა ჩემი მეუღლე, რომ მე და მარიამი ვიტყვით ხანდახან რომ გავუშვათ დედა დასასვენებლად." - თქვა პეტრე კოლხმა

წაიკითხეთ ასევე: