ავტორი:

"ილიას მეუღლე საკმაოდ ბევრ კითხვას სვამდა... ქართული არქიტექტურით დაინტერესდა" - რას ჰყვება ალექსანდრე გიორგიძე, რომელმაც ცნობილი წყვილის თბილისურ ტურზე იზრუნა

"ილიას მეუღლე საკმაოდ ბევრ კითხვას სვამდა... ქართული არქიტექტურით დაინტერესდა" - რას ჰყვება ალექსანდრე გიორგიძე, რომელმაც ცნობილი წყვილის თბილისურ ტურზე იზრუნა

რამდენიმე დღეა, საქართველოში იმყოფება UFC პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია. მისი ყოველდღიური რეჟიმი საკმაოდ დატვირთულია. ილია სამშობლოში ორი დღის წინ დაბრუნდა და მას თბილისის აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა.

  • UFC-ის ჩემპიონი საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა და ის დღეს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

მანამდე მან UFC-ის ქამარი გუშინ რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე წარადგინა.

"4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ UFC-ის ქამარი იქნებოდა რუსთავში და ამ ქალაქში მას ჩამოიტანდა არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია" - განაცხადა გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე.

ჩემპიონი საქართველოში მეუღლესთან ერთად იმყოფება. მისი რჩეული ულამაზესი ესპანელი ბინზესმენი, ჯორჯინა ბადელია. ქართველ სპორტსმენს წინა ურთიერთობიდან ვაჟი ჰყავს. ილია თავის შვილთან და ჯორჯინასთან ერთად ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში ცხოვრობს.

გუშინ თოფურიამ ჯორჯინასთან ერთად თბილისის ქუჩებში ისეირნა. ფოტოებს ტურისტული კომპანია AG TRAVEL & ADVENTURE-ის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგიძე აქვეყნებს, რომელიც ცნობილი წყვილის გიდი იყო.

"ტურის ხანგრძლივობა დიდი არ იყო. დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა. დავიწყეთ მეტეხის ეზოდან და ვნახეთ ძველი თბილისის ის ძირითადი ძეგლები, საიდანაც თბილისი, როგორც ქალაქი წარმოიშვა. მეტეხის ეზოდან დავიწყეთ, თბილისი წარმოშობაზე ვისაუბრეთ, შემდეგ ჩავედით აბანოთუბანში და რამდენიმე ვიწრო ქუჩაზე გავისეირნეთ.

ილია არის ძალიან დადებითი, უშუალო პიროვნება, როგორც ჩემთან, ისე ყველასთან. სიამაყეს გრძნობდა, როცა ტურის ესპანელ წევრებს ესპანურად უთარგმნიდა საქართველოს ისტორიას. შევედით შემდეგ ერთ-ერთ მუზეუმში, რამაც მათში აღფრთოვანება გამოიწვია.

ილიას მეუღლე ძალიან სასიამოვნო გოგონაა, საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი ჩანს, ბევრ კითხვას სვამდა. რელიგიების მრავალფეროვნებით, ქართული არქიტექტურით დაინტერესდა. ძალიან განათლებული ადამიანი ჩანს და მათი წყვილი ძალიან კარგ და თბილ შთაბეჭდილებას ტოვებს. საბოლოო ჯამში, ძალიან მაგარი შთაბეჭდილებებით დასრულდა ტური. ილია ვინც იცნო, არცერთი მოქალაქისთვის უარი არ უთქვამს სურათის გადაღებაზე" - ამბობს AMBEBI.GE- სთან ალექსანდრე გიორგიძე.

წაიკითხეთ ასევე: