ავტორი:

პრემიერი შვილებთან ერთად, პრეზიდენტი, პოლიტიკოსები, "კვარა" და თოფურია - რა ხდებოდა სამთავრობო ლოჟაში და ვინ ვისთან ერთად დაესწრო გუშინდელ მატჩს (ფოტოები)

პრემიერი შვილებთან ერთად, პრეზიდენტი, პოლიტიკოსები, "კვარა" და თოფურია - რა ხდებოდა სამთავრობო ლოჟაში და ვინ ვისთან ერთად დაესწრო გუშინდელ მატჩს (ფოტოები)

საქართველომ ლუქსემბურგს მოუგო და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფინალში ითამაშებს. მატჩი დრამატული გამოდგა. თამაში ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მომენტები მეტოქესაც ჰქონდა.

ანგარიში 41-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა. გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მეორე ტაიმის საწყის ეტაპზე, 53-ე წუთზე ლუქსემბურგმა გოლი გაიტანა, თუმცა ეს გოლი გაუქმდა, რადგან მანამდე მიქაუტაძესთან ორთაბრძოლაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელები დაჯარიმდნენ, ამ ეპიზოდს წითელი ბარათი მოჰყვა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს. მატჩის 64 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დუბლი გაიფორმა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა. საბოლოოდ, თამაში ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

  • საქართველოს ნაკრები ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ ფინალსაც მოიგებენ, საქართველო ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.

დინამო არენაზე გუშინ გულშემატკივართა რეკორდული რაოდენობა იმყოფებოდა. განსაკუთრებით ემოციური იყო, როდესაც მატჩის დაწყებამდე UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ათასობით გულშემატკივრის წინ საჩემპიონო ქამარი წარადგინა. ილიას მაყურებელი ოვაციებით შეხვდა. სპორტსმენმა ფეხბურთელები გაამხნევა.

მატჩს პრემიერი და პოლიტიკოსები შვილებთან ერთად ესწრებოდნენ. სამთავრობო ლოჟადან ფოტოებს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ასევე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს მისი და პრემიერის შვილების ფეხბურთელებთან გადაღებულ ფოტოებს. სამთავრობო ლოჟადან გულშემატკივრობდნენ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია და ილია თოფურია. სამთავრობო ლოჟაში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც.

ნახეთ ასევე:

დაათვალიერეთ ფოტოები