ტელეკომპანია "Fox News" საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების სასამართლოს ეხმაურება

ტელეკომპანია "Fox News" საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების სასამართლოს ეხმაურება

ტელეკომპანია "Fox News" საქართველოში დაკავებული ორი ებრაელი ბიზნესმენის საქმეს ეხმაურება და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას განიხილავს.

"ეს არის შემთხვევა, რომელიც წინა პლანზე წამოსწევს შეთანხმებების შეუსრულებლობას ქვეყანაში, რომელიც ნატო-სთან თანამშრომლობს და დემოკრატიის შუქურასაც უწოდებენ მსოფლიოს ამ ნაწილში. აქ საინვესტიციო შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ სამოქალაქო ომი და კორუფცია ჯერ კიდევ ამ სივრცის ნაწილია", - ნათქვამია სიუჟეტში.

ბიზნესმენების საქმის კომენტირებისას, ნიუ-იორკში ისრაელის ყოფილმა კონსულმა ალონ პინკუსმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს სურს, "განათლებული მსოფლიოს" ნაწილი იყოს, ეს ადამიანები უნდა გაათავისუფლოს.

"მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ ორმა ადამიანმა ეკონიმიკის მინისტრის მოადგილეს ქრთამი შესთავაზეს", - იუწყება "Fox News".

ებრაელი ბიზნესმენების ბედით ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესიც დაინტერესდა. მან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაურეკა, გამოძიების მიმდინარეობის სამართლიანობით დაინტერესდა და ქართველ კოლეგას სთხოვა, ერთ-ერთ დაკავებულს, რონი ფუქსს დროული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ.

ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ