ავტორი:

"საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს... ვუსამძიმრებთ რუს ხალხს" - მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს... ვუსამძიმრებთ რუს ხალხს" - მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა რუს ხალხს მოსკოვში მომხდარი ტერაქტის გამო უსამძიმრებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

  • "საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ" - ნათქამია განცხადებაში.

ცნობითვის, 7 მარტს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ აღკვეთა თავდასხმა მოსკოვში სინაგოგაზე, რომელსაც "ისლამური სახელმწიფოს" დანაყოფი გეგმავდა. რუსეთის "ეფესბე"-მ განაცხადა, რომ თავდამსხმელებმა გახსნეს ცეცხლი დაკავების მცდელობის დროს და ისინი "განეიტრალდნენ საპასუხო ცეცხლით".

ნახეთ ასევე: