ერევანის ნორ ნორკის რაიონის პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას news.am ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციის შენობასთან ასევე აფეთქდა ყუმბარა, რის შედეგადაც ორი თავდამსხმელი დაშავდა და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სპეცრაზმმა, ნორ-ნორკის პოლიციის განყოფილების შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ყუმბარით შეიარაღებული მესამე კაცი გაანეიტრალა. შსს-ს სპიკერის, ნარეკ სარგსიანის ცნობით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი რას ითხოვდნენ თავდამსხმელები.
ასევე იხილეთ: