ავტორი:

"აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა" - ემოციური კადრები რესპუბლიკის მოედნიდან, სადაც ეროვნულ ზეიმს ფეხბურთელებიც შეუერთდნენ (ვიდეო)

"აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა" - ემოციური კადრები რესპუბლიკის მოედნიდან, სადაც ეროვნულ ზეიმს ფეხბურთელებიც შეუერთდნენ (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივართან ერთად, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

  • ნაკრების ინიციატივით, ისმოდა შეძახილები - "აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!“

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივლისს ჩაატარებს.

ნახეთ ასევე: