ბიჭვინთაში "მოსკოვის საპატრიარქოს საკულტო კომპლექსი" შენდება

ბიჭვინთაში "მოსკოვის საპატრიარქოს საკულტო კომპლექსი" შენდება

ბიჭვინთაში "მოსკოვის საპატრიარქოს საკულტო კომპლექსი" შენდება . ამის შესახებ მღვდელი იაკობ კროტოვი საიტ "გრანი.რუ"-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

კროტოვის ვრცელი სტატია რუსეთის პატრიარქის კირილის საქმიანობას, კერძოდ კი მის რასისტულ ფრაზებსა და დამოკიდებულებებს ეხება.

"აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის საქმეთა სამმართველო ბიჭვინთაში "მოსკოვის საპატრიარქოს საკულტო კომპლექსი" შენდება და ამის გამო, ნაკრძალის ერთ მონაკვეთში ფიჭვები მოჭრეს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის სამმართველომ განაცხადა, რომ არცერთი ხე არ მოუჭრიათ, თუმცა, ამ წყეული ამერიკული "გუგლის" ფოტოები სულ სხვა რამეს მოწმობენ - სამწუხაროდ... მთავარი ისაა, რომ ამ მშენებლობის სინამდვილეში ეჭვი არავის შეპარვია", -წერს სასულიერო პირი.

მღვდელი იაკობი პატრიარქ კირილის განცხადებასაც ეხმაურება იმის შესახებ, რომ "მოსკოვში დანაშაულის 40% ჩამოსულების მიერაა ჩადენილი".

"22 დეკემბერს მღვდლების წინაშე გამოსვლისას პატრიარქმა სწორედ ეს სიტყვები თქვა. ამართლებს თუ არა მას ის ფაქტი, რომ ეს წინადადება სხვისი ნათქვამის ციტირება იყო? პატრიარქი მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსს დაეყრდნო... არა, მას ეს არ ამართლებს. ჩინოვნიკები თუნდაც სიმართლეს ამბობდნენ - ყველაფერი არ უნდა გაიმეორო. პატრიარქმა კარგად იცის, რა შეიმჩნიოს და რა - არა. მან შესანიშნავი ნომენკლატურული სკოლა გაიარა. თუ მან გადაწყვიტა, საერო ნომენკლატორების რასისტული განცხადებების ციტირება გაეკეთებინა, მაშინ გამოდის, რომ მან ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა", - წერს მღვდელი იაკობ კროტოვი "გრანი.რუ"-ზე.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?