ავტორი:

ლეონარდო დიკაპრიოსა და 25 წლის იტალიელი ლამაზმანის რომანი გრძელდება - ლეოსა და ვიტორია ჩერეტის მორიგი პაპარაცული კადრები: რატომ დაემალა ჟურნალისტებს ჰოლივუდის ვარსკვლავი

ლეონარდო დიკაპრიოსა და 25 წლის იტალიელი ლამაზმანის რომანი გრძელდება - ლეოსა და ვიტორია ჩერეტის მორიგი პაპარაცული კადრები: რატომ დაემალა ჟურნალისტებს ჰოლივუდის ვარსკვლავი

ლეონარდო დიკაპრიოს ფანებმა უკვე იციან, რომ მისი ახალი შეყვარებული იტალიელი სუპერმოდელი, ვიტორია ჩერეტია. ბოლო რამდენიმე კვირაა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიტორია და ლეო დაინიშნენ, თუმცა Page Six-ის წყაროების ცნობით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

  • როგორც გამოცემა წერს, წყვილს შორის ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულია, თუმცა საქმე ნიშნობამდე ჯერ არ მისულა.

ახლახან ლეო და ვიტორია კალიფორნიაში, სანტა მონიკაში შენიშნეს. წყვილი რობერტ დე ნიროსთან, შონ პენთან და სოფია ვერგარასთან ერთად სავახშმოდ, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა.

  • რესტორნიდან გამოსულ დიკაპრიოს და ვიტორიას გარეთ პაპარაცები დახვდნენ. როგორც ჩანს, ლეოს არ სურდა გამოჩენა, მას სახე მთლიანად ჰქონდა დაფარული, ეკეთა შავი პირბადე და ქუდი ჰქონდა გადმოფარებული ისე, რომ სახე ფაქტობრივად არ ჩანდა.

რაც შეეხება ვიტორიას, ის მშვიდად გამოიყურებოდა. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ლეო მანქანის უკანა სავარძელზე დაჯდა, ხოლო ვიტორია, რომელსაც როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თავდაპირველად არ სურდა საჭესთან დამჯდარიყო, იძულებული გახდა, რომ მანქანა თვითონ წაეყვანა.

აღსანიშნავია, რომ ვიტორია 25 წლისაა, დიკაპრიო 49 წლის. ჩერეტი 7 ივნისს 26 წლის ხდება. ფანები კი ხუმრობენ, რომ ის ლეოს მაშინვე დაშორდება, რადგან ასაკობრივად დიკაპრიოს სტანდარტებისთვის შეუსაბამო იქნება.