მექსიკელმა არასრულწლოვნებმა უფლებადამცველი მოკლეს

მექსიკელმა არასრულწლოვნებმა უფლებადამცველი მოკლეს

მექსიკის ქალაქ სუდად-ხუარესში უფლებადამცველი და პოეტი ქალი სუსანა ჩავესი მოკლეს. მექსიკის პროკურატურა იუწყება, რომ  36 წლის ქალბატონის ცხედარი ქუჩაში იპოვნეს. დამნაშავეებმა ჩავესი გაგუდეს და შემდეგ ხელი მოაჭრეს.

გვამი გასულ კვირას აღმოაჩინეს, თუმცა მისი ვინაობის დადგენა, მხოლოდ 11 იანვარს შეძლეს.

დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი არასრულწლოვანი, რომლებიც მათი აღიარებით, ”აცტეკების” დაჯგუფებაში შედიან. ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება ზოგიერთი მონაცემებით, ”ხუარესის” ნარკოკარტელზე მუშაობს.

როგორც გამოძიებამ გაარკვია, სუსანა ჩავესს არასრულწლოვნებთან კარგი ურთიერთობა ქონდა და მათთან სტუმრად იყო მისული. თუმცა, მოგვიანებით მან არასრულწლოვნებს შეატყობინა, რომ ის პოლიციის თანამშრომელი იყო და პოლიციაში მათ დასმენას აპირებდა. ამის შემდეგ არასრულწლოვნებმა მისი მოკვლა გადაწყვიტეს.

მოკლული ჩავესი ქალების მკვლელობების წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობის აქტივისტი იყო. 

მექსიკის ხელისუფლებამ 12 იანვარს გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2010 წელს ნარკოკარტელებს შორის მიმდინარე კონფლიქტების დროს 15 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული.

მომზადებულია AP Associated Press-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ