ავტორი:

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი პილოტზე, რომელმაც რუსული ვერტმფრენი უკრაინელებს გადასცა: კუზმინოვის სასტიკი მკვლელობის ქრონიკა: "გიპოვი, მოგკლავ, გადაგივლი და შეგარცხვენ"

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი პილოტზე, რომელმაც რუსული ვერტმფრენი უკრაინელებს გადასცა: კუზმინოვის სასტიკი მკვლელობის ქრონიკა: "გიპოვი, მოგკლავ, გადაგივლი და შეგარცხვენ"

The New York Times რუსი პილოტის მაქსიმ კუზმინოვის მოკვლის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. კუზმინოვის მკვლელობას ესპანელი სამართალდამცავები იძიებენ. მათ მიერ ახლახანს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"ადამიანებს, რომლებმაც მაქსიმ კუზმინოვი მოკლეს, შეტყობინების გაგზავნა სურდათ. ეს ესპანეთის გამომძიებლებისთვის ჯერ კიდევ მაშინ იყო აშკარა, სანამ მკვლელების ვინაობას გაარკვევდნენ. თავდამსხმელებმა პილოტს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ ესროლეს, შემდეგ კი მის სხეულს მანქანით გადაუარეს. მკვლელებმა ცხედართან თავიანთი ვინაობის მაიდენტიფიცირებელი ნიშნებიც დატოვეს: 9 მილიმეტრიანი მაკაროვის ვაზნები, რაც ყოფილი კომუნისტური ბლოკის სტანდარტული საბრძოლო იარაღი იყო."

ესპანეთის სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ ეს მათთვის მკაფიო გზავნილი იყო: "გიპოვი, მოგკლავ, გადაგივლი და შეგარცხვენ".

კუზმინოვი რუსეთიდან თავისი სამხედრო ვერტმფრენით გასულ ზაფხულს გადავიდა უკრაინაში და თვითმფრინავი საიდუმლო დოკუმენტებთან ერთად უკრაინის დაზვერვას გადასცა. ამით მან პუტინისთვის უპატიებელი დანაშაული ჩაიდინა: ღალატი. მას შემდეგ კუზმინოვის კოლეგებმა არაერთი ვიდეოგზავნილი ატვირთეს ონლაინ, სადაც მასაც და ყველა სხვა მოღალატესაც უკიდურესი სასჯელით ემუქრებოდნენ.

"ორი კაპიუშონიანი მკვლელი, რომელებიც სათვალთვალო კამერის კადრებში გამოჩნდნენ, აშკარად პროფესიონალები იყვნენ. მათ თავიანთი მისია შეასრულეს და სწრაფად გაუჩინარდნენ",- აცხადებს ესპანეთის პოლიცია.

პრესკონფერენციაზე, რომელიც დეფექტორმა კუზმინოვმა სექტემბერში კიევში გამართა, თქვა, რომ უკრაინის დაზვერვას თავისივე ინიციატივით დაუკავშირდა.

წყარო: nytimes

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

ასევე იხილეთ: