რუსეთის მთავრობის პრეზიდიუმი დღეს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების რატიფიკაციის კანონპროეტქებს განიხილავს ამის შესახებ რუსეთის ფედეარციის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
საკითხზე მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია. რუსეთსა და სოხუმის რეჟიმს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ჯერ კიდევ 2009 წლის 2 ოქტომბერს გაფორმდა.
კანონპროექტები 90 დღიან პერიოდში საზღვარგარეთის და შიდაპასპორტებით უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს.