რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ვლადიმერ სანაკოევის თანამშრომობა სიცრუეა . ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ცხინვალის რეჟიმის ლიდერის წარმომადგენელმა, ბორის ჩოჩიევმა განაცახდა.
"ზღაპარი, რომელიც ვლადიმერ სანაკოევმა მედიაში გამოაქვეყნა, ბოდვა. მას ტყუილად ჰგონია, რომ ამ ზღაპრებს დაუჯერებს ოსი ხალხი, რომელსაც მან უღალატა. დარწმუბეული ვარ, სააკაშვილს რომ გეგმა "სუფთა ველი" შეესრულებინა, სანაკოევი და მისი ბანდა სულ სხვა სიმღერას იმღერებდნენ", - განაცხადა ჩოჩიევმა.
მისივე თქმით, სანაკოევს პასუხისგება მოუწევს "ღალატსა და სააკაშვილის რეჟიმის ბანდაში მუშაობისას ჩადენილ ბევრ სხვა რამეზეც".
"დღეს "აგენტის" სახელს ამოფარება სასაცილოა. პირადად ჩემთვის გაუგებარია ჩვენი ქვეყნის ზოგი სამსახურის, უწყების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების დუმილი იმასთან დაკავშირებით, რომ ვლადიმერ სანაკოევი და ძმები ქარქუსოვები თავისუფლად არიან ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე", - განაცხადა ჩოჩიევმა.
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელმა, მოძრაობა "კოკოითი, ფანდარსტ" ლიდერმა 11 იანვარს ვლადიკავკაზში გამართულ პრეზკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ირონის" ფსევდონიმით საქართველოში ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა.