ავტორი:

"ულტიმატუმი ამერიკას, სასაცილოა... მაგრები ვართ, რუსეთს არ უნდა ვაწყენინოთო... "ქალები "ბუტკაშიო“ - პრეზიდენტი "ქართულ ოცნებაზე"

"ულტიმატუმი ამერიკას, სასაცილოა... მაგრები ვართ, რუსეთს არ უნდა ვაწყენინოთო... "ქალები "ბუტკაშიო“ - პრეზიდენტი "ქართულ ოცნებაზე"

ულტიმატუმი ამერიკას, სასაცილოც არის, ძალიან მაგრები ვართო, რუსეთს არ უნდა ვაწყენინოთ, ეს არის ამ ყველაფრის სარჩული - არა ქალების უფლებებს და არა იმ ერთადერთ პრაქტიკულად შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გვქონდა გენდერულ თანასწორობაზე, უკან-უკან წავიდეთო და ქალები "ბუტკაშიო", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „თურმე არ უნდა ვიცოდეთ, როგორ მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეები, სასამართლოების თავმჯდომარეები, თუ ყოფილი პრემიერები“.

„ულტიმატუმი ამერიკას, სასაცილოც არის, ძალიან მაგრები ვართო, არ უნდა ვაწყენინოთ რუსეთს. ეს არის ამ ყველაფრის სარჩული. არა სამართლიან არჩევნებს, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი წესები, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკოო, და ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკოს თავმჯდომარეო. არა დიასპორის მონაწილეობას, ვინიცობაა ჩვენი არ იყოსო და როგორ შეიძლება (შეურაცხყოფაც ყოველთვის თან ახლავს) "ყოველ "პადიეზდში" ხომ არ გავხსნითო საარჩევნო უბანსო“.

„არა” - ქალების უფლებებს და „არა“, იმ ერთადერთ პრაქტიკულად შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გვქონდა გენდერულ თანასწორობაზე, უკან-უკან წავიდეთო და ქალები "ბუტკაშიო". არა ანტიკორუფციულ ზომებს, პირიქით, თურმე არ უნდა ვიცოდეთ, როგორ მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეები, სასამართლოების თავმჯდომარეები, თუ ყოფილი პრემიერები. მთავარია მდიდარი დედ-მამა ჰყავდეთ ან შვილები, ან ძმები და საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

იხილეთ ასევე: