ავტორი:

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ხმაური იყო - შუახევში მოკლული ქალის ნათესავებმა მკვლელობაში ბრალდებული ქმრის პალატაში შეჭრა სცადეს

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ხმაური იყო - შუახევში მოკლული ქალის ნათესავებმა მკვლელობაში ბრალდებული ქმრის პალატაში შეჭრა სცადეს

ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოში ხმაური იყო. შუახევის მუნიციპალიტეტში მოკლული ქალის ნათესავები მკვლელობაში ბრალდებული ქმრის პალატაში შეჭრას ცდილობდნენ. მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, ორი დღის წინ შუახევის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი მოკლა. ქმარმა ინციდენტის შემდეგ, სხეულზე დაზიანებები მიიყენა და ამ დროისთვის ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

იხილეთ ასევე: