ცხინვალში ვლადიმერ სანაკოევის დასჯას მოითხოვენ

ცხინვალში ვლადიმერ სანაკოევის დასჯას მოითხოვენ

ცხინვალის საზოგადოებრივი მოძრაობები და ორგანიზაციები ვლადიმერ სანაკოევის დასჯას მოითხოვენ. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.

შესაბამისი შინაარსის განცხადებები დღეს გამოაქვეყნა ოთხმა ორგანიზაციამ - "სამხრეთ ოსეთის ხალხი ფაშიზმის წინააღმდეგ", "ზიუ", "უაცამონგის ორდენის კავალერთა კავშირი" და ფონდი "პატრიოტი".

აღნიშნული მოძრაობები და ორგანიზაციები ჩრდილოეთ ოსეთში მყოფი ვლადიმერ სანაკოევისა და ძმები ქარქუსოვების დაპატიმრებას და გასამართლებას მოითხოვენ. მათი შეფასებით, ეს ადამიანები ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ოსი ხალხის მოღალატეები არიან და ამისთვის პასუხი უნდა აგონ. განცხადებების ავტორები ასევე, მიმართავენ ცხინვალის რეჟიმის სამართალდამცავ ორგანოებს, სანაკოევისა და ქარქუსოვების ექსტრადაცია მოითხოვონ.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა, მოძრაობა "კოკოითი, ფანდარსტ" ლიდერმა, ვლადიმერ სანაკოევმა 11 იანვარს ვლადიკავკაზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ირონის" ფსევდონიმით საქართველოში "ეფ-ეს-ბე"-ს დავალებებს ასრულებდა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?