ავტორი:

"რთულია, შეამჩნიო მათ შორის ასაკობრივი სხვაობა" - ფოტოები ილია თოფურიას მეუღლის პირადი "ინსტაგრამიდან" და ჯორჯინას მილოცვა დედას, რომელიც შვილს ძალიან ჰგავს

"რთულია, შეამჩნიო მათ შორის ასაკობრივი სხვაობა" - ფოტოები ილია თოფურიას მეუღლის პირადი "ინსტაგრამიდან" და ჯორჯინას მილოცვა დედას, რომელიც შვილს ძალიან ჰგავს

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია, მართალია, ესპანეთში ცხოვრობს, მაგრამ წარმოშობით ქართველი მებრძოლი, განსაკუთრებულად უყვართ სამშობლოში. მედია ხშირად ინტერესდება მისი პირადი ცხოვრებით.

ცოტა ხნის წინ, საქართველოში ჩამოსულ სპორტსმენს აეროპორტში უამრავი თაყვანისმცემელი დახვდა. თოფურიას თან ახლდა მისი მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუი, რომელიც ამჟამად შვილს ელოდება.

ჯორჯინა ინსტაგრამის პირად გვერზე 200 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ქალი ხშირად აზიარებს თავისი ცხოვრებიდან საინტერესო მოვლენებს. უყვარს ცხოველები, გატაცებულია ცხენზე ჯირითით და უყვარს საყვარელ ძაღლთან ერთად დროის გატარება. მისი პოსტები გვიყვება მდიდრულ ცხოვრების წესზე, რომელიც ასახავს მათი საერთო სიხარულისა და თავგადასავლების ერთგვარ სურათს, - წერს უცხოური მედია.

უზკატეგუი მეწარმე და Future & Energy-ის დამფუძნებელია, რომელიც მდებარეობს ფლორიდაში, ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება წყლის გამწმენდი სისტემების უზრუნველყოფას. მანამდე ქალი უძრავი ქონების აგენტად და მარკეტინგის სპეციალისტად მუშაობდა.

როგორც ცნობილია, თოფურიას ვაჟი ჰყავს წინა ურთიერთობიდან, უზკატეგი კი ქალიშვილზეა ორსულად.

  • კომპანია Future & Energy-ში მუშაობს ჯოჯინას დედაც. კლაუდია ბადელი შესანიშნავად გამოიყურება. ფოტოზე, სადაც დედა შვილი ერთად არის გადაღებული, რთულია შეამჩნიო მათ შორის ასაკობრივი სხვაობა.

ჯორჯინა დედასთან ერთად გადაღებულ სურათებს პერიოდულად აქვეყნებს. ერთ-ერთ პოსტში, სადაც დედას დაბადების დღეს ულოცავს, წერს:

- გილოცავ დაბადების დღეს საუკეთესო დედას და საუკეთესო მეგობარს, რომელიც შემეძლო ამერჩია. ჩვენ პირველი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი და საუკეთესო მეგობრები გავხდით. რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო, შენი ჩახუტება და ხელჩაკიდება ყოველთვის მაგრძნობინებს თავს ბავშვად და უსაფრთხოდ. გმადლობ ყველა იმ მშვენიერი საქმისთვის, რაც შენ გააკეთე, როგორც დედამ. იმედია, ერთ მშვენიერ დღეს ჩემი შვილები დამინახავენ ისე, როგორც მე შენ გხედავ... მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ მეც გამომივიდა! მიყვარხარ...

ჯორჯინა ამჟამად ფლორიდაშია, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს, რომ პლაჟზე ირუჯება. ფოტოებში ჩანს დედაც. „ჩემი პრინცესა“ - უწერს საყვარელი ქმარი კომენტარებში.

წაიკითხეთ ასევე: