საბერნეთის პოლიციამ მემარცხენე-რადიკალური ანარქისტული დაჯგუფების - "ცეცხლის ყუთების შეთქმულების" საქმესთან დაკავშირებით, ოთხი ადამიანი დააკავა. მათ 2010 წლის ნოემბრის დასაწყისში ევროპის ქვეყნების ლიდერებისთვის ბომბების გაგზავნაში ადანაშაულებენ.
ანარქისტები ქალაქ სალონიკში დააკავეს. უკვე ცნობილია, რომ მათ გამოძიებასთან თანაშრომლობაზე უარი თქვეს. პოლიციამ სპეცოპერაცია ათენსა და პატრაში ერთდროულად ჩაატარა. დაკავებულთა ვინაობა და დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან მათი თანამშრომლობის დეტალები უცნობია.
ორგანიზაცია "ცეცხლის ყუთების შეთქმულება" 2008 წელს დაფუძნდა. მათი აქტივისტები სახელმწიფო შენობებს, ოფისებსა და პოლიტიკოსთა სახლებს აფეთქებდნენ.
მომზადებულია inlove.ru-ს მიხედვით.