ავტორი:

"ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს" - მერაბ დვალიშვილი მარკ ცუკერბერგთან ერთად: რას წერს ქართველი მებრძოლი

"ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს" - მერაბ დვალიშვილი მარკ ცუკერბერგთან ერთად: რას წერს ქართველი მებრძოლი

ლას ვეგასში UFC 300 გაიმართა, მართალია, ამჯერად ოქტაგონზე არც ერთი ქართველი მებრძოლი არ გამოსულა, თუმცა შეჯიბრს ესწრებოდა UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და რა თქმა უნდა, მაყურებლებს შორის იყო Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ მარკი საბრძოლო ხელოვნების თაყვანისმცემელია და უფრო მეტიც, თვითონაც ვარჯიშობს და სპორტის ამ სახეობას ეუფლება.

  • გულშემატკივარს ახსოვს მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეჰუდოს ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მომენტი, როდესაც ქართველმა მებრძოლმა ჰენრი ხელში აიტაცა და პირდაპირ მარკ ცუკერბერგის წინ დააგდო. მაშინ ხუმრობით წერდნენ, რომ მერაბმა ცუკერბერგს ძღვენი მიართვა.

დვალიშვილი და მარკი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. მერაბი მასთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს.

"ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს. მარკ, მადლობა, რომ ყოველთვის მოდიხარ და მხარდაჭერას გამოხატავ", - წერს დვალიშვილი.