ავტორი:

"მთლად ასეთი დებიუტიც არ მინდოდა CNN-ზე, მაგრამ..." - CNN საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება: რას წერს ელისაშვილი მის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე

"მთლად ასეთი დებიუტიც არ მინდოდა CNN-ზე, მაგრამ..." - CNN საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება: რას წერს ელისაშვილი მის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ "მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც დეპუტატებს შორის არეულობა მოჰყვა.

  • კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩაარტყა ელისაშვილმა მდინარაძეს მუშტი, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გლობალური მასშტაბით გავრცელდა.

ამბავს აშუქებს CNN და თავის მკითხველს საქართველოში მომხდარის შესახებ დეტალურად უყვება.

  • სტატიაში ვრცლად არის განხილული, თუ რისთვის იბრძვის საზოგადოება და რატომ არის საქართველოში პროტესტის ტალღა.

"საკამათო კანონპროექტი :უცხოელი აგენტების" შესახებ, რომელიც გააკრიტიკა დასავლეთმა და პროტესტი გამოიწვია საზოგადოებაში", - წერს CNN.

  • გამოქვეყნებულ სტატიას ელისაშვილი ასე ეხმიანება:

"მთლად ასეთი დებიუტიც არ მინდოდა CNN-ზე, მაგრამ რაცაა ეგაა, რუსულ კანონს არა და მორჩა!", - წერს "მოქალაქეების" ლიდერი სოციალურ ქსელში.