სომალელ მეკობრეებთან ქართველი მეზღვაურების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები დაიწყო

სომალელ მეკობრეებთან ქართველი მეზღვაურების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები დაიწყო

ბერძნული გემთმფლობელი კომპანიის ადვოკატმა სომალელ მეკობრეებთან ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი დაკავებული მეზღვაურის მამამ, სერგო დევაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ბერძენი ადვოკატი სომალელი მეკობრეების ხელმძღვანელთან კონტაქტზე რამდენიმე დღის წინ გავიდა. "ბერძნული კომპანიის მიერ დაქირავებული ადვოკატი რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა მეკობრეების ხელმძღვანელს. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მოლაპარაკებები დაიწყო. ჯერ არ ვიცით, რა იქნება, მაგრამ ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია", - აღნიშნა დევაძემ.

მისივე ინფორმაციით, ადვოკატის კონტაქტზე გასვლის შემდეგ სომალელი მეკობრეები აგრესიულად აღარ იქცევიან და მეზღვაურებს შედარებით ნორმალურად ეპყრობიან.

"კონტაქტის დამყარების შემდეგ მეკობრეები შედარებით დაწყნარდნენ, ადრე მეზღვაურებს ჯაჭვებით სცემდნენ. მოლაპარაკების დაწყების შემდეგ კი, აგრესია შეაჩერეს. ბიჭებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ახლა შედარებით უკეთ არიან", - აღნიშნა მან.

სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების დასახმარებლად გაერთიანებულმა პროფკავშირებმა "სოლიდარობის ფონდი" დააარსა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა თანხა შეგროვდა მეზღვაურების დასახმარებლად. სერგო დევაძის განცხადებით, თანხის საბოლოო რაოდენობა 17 იანვარს გახდება ცნობილი.

მეკობრეები გამოსასყიდის სახით სოლიდურ თანხას ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ