ჯიხვების მოკვლისთვის რამდენიმე პირი დააკავეს

ჯიხვების მოკვლისთვის რამდენიმე პირი დააკავეს

კავკასიური ჯიშის ჯიხვების მოკვლისთვის რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, საგამოძიებო დეპარტამენტმა უკანონო ნადირობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს ონის რაიონ სოფელ გლოლაში მცხოვრები იასონ ბიძიშვილი, გოჩა ბიჭაშვილი, თამაზ ბიჭაშვილი და ნესტორ გავაშელი. მათ კავკსიონის ქედზე უკანონოდ მოკლეს კავკასიური ჯიშის ოთხი ჯიხვი.

ზემოაღნიშნულმა პირებმა მცირეკალიბრიანი ხრახნლულიანი "გეკოს" ტიპის შაშხანა და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

სამინისტროს ინფორმაციით, კავკასიური ჯიხვი გადაშენების საფრთხის წინაშეა და  საქართველოს "წითელ წიგნშია" შეტანილი.

გარემოს დაცვის სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრი გოგა ხაჩიძე ბრიფინგს გამართავს.

Video

ქართველი ბრაკონიერები Youtube-ს დახმარებით დააკავეს

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ