ავტორი:

ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აგვისტოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

იმჟამად გავრცელებული ინფორმაციით, პროფესორი ოთარ გელაშვილის ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. ის უგონო მდგომარეობაში გარდაბნის ტყეში მწყემსებმა იპოვეს, ერთთვიანი კომის შემდეგ კი კლინიკაში გარდაიცვალა.

"მას შემდეგ, რაც დაზარალებულს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მიღებული დაზიანებების შედეგად ის გარდაიცვალა.

პროკურატურამ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა. სასამართლომ ორივე მათგანი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში“, - აღნიშნულია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: