საქართველოს უშიშროების ექსშეფის შვილს კრასნოდარში გაასამართლებენ

საქართველოს უშიშროების ექსშეფის შვილს კრასნოდარში გაასამართლებენ

კრასნოდარის სამხარეო სასამართლოში 19 იანვარს საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძის შვილის, გივი ქუთათელაძისა და ალექსანდრე ვეფხვაძის პროცესი გაიმართება. ამ ინფორმაციას კრასნოდარის ტელევიზია ავრცელებს.

ქუთათელაძე და ვეფხვაძე რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში არიან ბრალდებულნი. ისინი 21 სექტემბერს, მაშინ დააკავეს, რაც მდინარე ფსოუში ფონი გადალახეს და ადლერის რაიონის სოფელ ნიჟნაია შილოვკაში ჩავიდნენ. რუსი მესაზღვრეების გამოჩენისთანავე, ქუთათელაძემ და ვეფხვაძემ გაქცევა სცადეს, თუმცა ისინი დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, დაუსწრებლად, ქუთათელაძეს 13 წელი, ვეფხვაძეს კი, 6 წელი მიუსაჯა. ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით, 2010 წლის აპრილიდან იძებნებიან.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ