ავტორი:

"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა საქართველოს დეპუტატებთან კრემლის მიერ შთაგონებულ კანონპროექტზე და მის ნეგატიურ ეფექტებზე" - ჯეიმს ო'ბრაიენი

"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა საქართველოს დეპუტატებთან კრემლის მიერ შთაგონებულ კანონპროექტზე და მის ნეგატიურ ეფექტებზე" - ჯეიმს ო'ბრაიენი

საქართველოს დეპუტატებთან საუბარში ჩვენი ძლიერი შეშფოთება გამოვხატე კრემლის მიერ შთაგონებულ “უცხოური გავლენის” კანონპროექტზე და მის ნეგატიურ ეფექტებზე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე.

ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო'ბრაიენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა საქართველოს დეპუტატებთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებულ “უცხოური გავლენის” კანონპროექტზე და მის ნეგატიურ ეფექტებზე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე”, - წერს ჯეიმს ო'ბრაიენი.

თბილისში, "ქართული ოცნების" ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები - „არა რუსულ კანონს“ 15 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პროტესტისა და კრიტიკის ფონზე პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, ხოლო მისი მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტში 30 აპრილს მიმდინარეობდა, თუმცა კანონპროექტის მიღება ვერ მოხერხდა. პლენარული სესია 1 მაისს არის ჩანიშნული.

წაიკითხეთ ასევე: