გივი ქუთათელაძისა და ალექსანდრე ვეფხვაძის დაკავებაზე ადვოკატები ინფორმაციას არ ფლობენ

გივი ქუთათელაძისა და ალექსანდრე ვეფხვაძის დაკავებაზე ადვოკატები ინფორმაციას არ ფლობენ

საქართველოს შსს-ს მიერ ძებნილების, გივი ქუთათელაძისა და ალექსანდრე ვეფხვაძის რუსეთში დაკავებაზე მათი ადვოკატები ინფორმაციას არ ფლობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთათელაძისა და ვეფხვაძის ადვოკატმა მიდათი ქამადაძემ განუცხადა, ინფორმაციას არ ფლობს და ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ქამადაძის თქმით, მეორე ადვოკატიც ცოტნე ცანავაც მათი ოფისიდან არის და არც მას აქვს რაიმე ინფორმაცია.

რუსული მედიის ცნობით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილები გივი ქუთათელაძე და ალექსანდრე ვეფხვაძე რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში არიან ბრალდებული. ისინი 21 სექტემბერს, მაშინ დააკავეს, რაც მდინარე ფსოუში ფონი გადალახეს და ადლერის რაიონის სოფელ ნიჟნაია შილოვკაში ჩავიდნენ. რუსი მესაზღვრეების გამოჩენისთანავე, ქუთათელაძემ და ვეფხვაძემ გაქცევა სცადეს, თუმცა ისინი დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გივი ქუთათელაძისა და ალექსანდრე ვეფხვაძის პროცესი კრასნოდარის სამხარეო სასამართლოში 19 იანვარს გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დაუსწრებლად, ქუთათელაძეს 13 წელი, ვეფხვაძეს კი, 6 წელი მიუსაჯა. ისინი პოლიციისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო, 2010 წლის აპრილიდან იძებნებიან. შსს-ს მათ დაკავებაში დახმარებისთვის 30 000-ლარიანი ჯილდო აქვს დაწესებული. გამორიცხული არ არის, ქართულმა მხარემ მათი ექსტრადირება მოითხოვოს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ