ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას ებრაელი ბიზნესმენების გათავისუფლება მოსთხოვა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას ებრაელი ბიზნესმენების გათავისუფლება მოსთხოვა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა ქართველ კოლეგას ებრაელი ბიზნესმენების სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხვნით წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის რუსულენოვანი სააგენტო "იზრუსი" იტყობინება.

გაზეთ "ედიოტ ახრონოტის" ცნობით კი, წერილში ლიბერმანი აცხადებს, რომ ფუქისას და ფრენკელისთვის წაყენებული ბრალდებები გამოგონილია და არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. ის ფაქტი კი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ებრაელი ბიზნესმენები ჯერ მიიწვია და შემდეგ დააკავა, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებაში მნიშვნელოვანი დაბრკოლება აღმოჩნდეს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ებრაელი ბიზნესმენები ქართულ მხარესთან რაიმე სახის ურთიერთობას უკვე ერიდებიან, ეს კი ორ ქვეყანას შორის არსებულ იმ ეკონომიკურ კავშირებს ანადგურებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ჩქარი ტემპებით ჩამოყალიბდა.

პორტალი "იზრუსი" წერს, რომ ისრაელში ფიქრობენ, მათ თანამემამულეებს ქართველები საქმეს "უკერავენ", რათა თავი აარიდონ მათთვის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაკისრებული 100 მილიონი დოლარის გადახდას. 2010 წლის 17 ოქტომბერს, ბიზნესმენების დაკავებიდან მესამე დღეს, ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა მიხეილ სააკაშვილს დაურეკა და დაკავებულების გათავისუფლება სთხოვა. პორტალის ინფორმაციით, მსგავსი მიმართვა ქართულმა მხარემ ანკარიდანაც მიიღო, თურქულმა მხარემ ამ ფორმით გამოხატა თავისი დამოკიდებულება საკუთარი კონსულის დაკავების გამო.

4 იანვარს კი, რამდენიმე ებრაულმა გაზეთმა სააკაშვილისადმი მიმართული ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ებრაელების სასამართლო - "საჩვენები პროცესი იყო", ხოლო თავად ფუქსი პრაქტიკულად მძევალი იყო ოფიციალური თბილისის ხელში. 7 იანვარს გაზეთ "მაარივის" მიმომხილველმა ბენ კასპიტმა ოფიციალური თბილისის მისამართით კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, სადაც "საქართველოს მაფიის სახელმწიფო" უწოდა; 11 იანვარს კი ფრენკელისა და ფუქსის წარმომადგენელმა მორდეჰაი ცივინმა სტრასბურგის სასამართლოში განაცხადა, რომ დაკავებული ებრაელების საქმე "საქართველოს მთავრობის პროვოკაციია".

ებრაელები ბიზნესმენები 2010 წლის ოქტომბრეში, ბათუმში, ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ავთანდილ ხარაიძისთვის ქრთამის შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ბრალდებით დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე