ირანში საკინე აშტიანს სასჯელი შეუმსუბუქეს

ირანში საკინე აშტიანს სასჯელი შეუმსუბუქეს

ირანის ხელისუფლებამ სასიკვდილო განაჩენი შეაჩერა, რომელიც მეუღლის მკვლელობისთვის გასამართლებულ 43 წლის საკინე აშტიანს ჰქონდა გამოტანილი. ირანელ პარლამენტარ ზოხრეხ ელახიანის განცხადებაზე დაყრდნობით, ამის შესახებ ირანული მასმედია იტყობინება.

"ქვებით ჩაქოლვის განაჩენი, რომელიც საკინე აშტიანს ჰქონდა გამოტანილი, შეჩერებულია. მას სანაცვლოდ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს", - წერს ირანის ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბრაზილიის ახალი პრეზიდენტის დილმა როუსეფისადმი გაგზავნილ წერილში. როუსეფის წინამორბედი ლუის ინასიუ ლულა და სილვა მსოფლიოს იმ ლიდერთა შორის იყო, რომლებიც აშტიანის განაჩენის შეცვლას მოითხოვდნენ.

როგორც დეპუტატმა ელახიანმა განაცხადა, განაჩენი მას შემდეგ შეაჩერეს, რაც მოკლულის ნათესავებმა ბრალდებულს დანაშაული შეუნდეს.

ირანული აზერბაიჯანის მკვიდრს საკინე აშტიანს 2006 წელს სასჯელის უმაღლესი ზომა ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯეს. აშტიანის საქმეს მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მის შეწყალებას უფლებათა დამცველები და ფემინისტური ორგანიზაციები, ასევე დასავლეთის ქვეყნების ლიდერები ითხოვდნენ. ცოტა ხნის წინ კი თავად მსჯავრდებულმა აღიარა, რომ ცოდვა ჩაიდინა და ჩადენილს ინანიებს.

მომზადებულია edition.presstv.ir-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ