საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გოგა ხაჩიძეს 2009 წლის 1-ელი იანვრიდან 2010 წლის 1-ელ ნოემბრამდე 62 580 ლარის პრემია დაერიცხა (საშემოსავლოს ჩათვლით). აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.opendata.ge.
სამინისტროს მიერ საიტისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გოგა ხაჩიძეს აღნიშნულ პერიოდში ხელფასის სახით 77 880 ლარი დაერიცხა (საშემოსავლოს ჩათვლით).
22 თვის განმავლობაში მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა მამაცაშვილმა პრემიის სახით 41 590 ლარი მიიღო, მინისტრის მოადგილეებმა, დავით იოსელიანმა - 39 060 ლარი, ვლადიმერ გეგელაშვილმა - 38 210 ლარი, გიორგი ზედგენიძემ - 19 090 ლარი, ხოლო ალექსანდრე მაჭავარიანმა 15 050 ლარი.