რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთში პროდუქტების შეტანისთვის ორი მოქალაქე დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთში პროდუქტების შეტანისთვის ორი მოქალაქე დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის და აფხაზეთში პროდუქტების შეტანის გამო, ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.

რუსი მესაზღვრეების ინფორმაციით, ორი პირი ე.წ. საზღვრის "უკანონოდ"გადაკვეთას პუნქტ "ენგურის" გვერდის ავლით სატვირთო ავტომობილით ცდილობდნენ. მათ ავტომობილში 1500 კილოგრამი კომბოსტო და 7 ტონა კარტოფილი აღმოუჩინეს.

დაკავებული პირები და ტვირთი უშიშროების დე ფაქტო სამსახურის გალის რაიონის განყოფილებას გადასცეს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?