ავტორი:

"არავის ვუსურვებ ამას.. არაფერი მოასწავებდა უბედურებას, მე რომ ვყოფილიყავი მის გვერდით, ეს არ მოხდებოდა" - რას ჰყვება დიანა ღურწკაია ტრაგედიაზე

"არავის ვუსურვებ ამას..  არაფერი მოასწავებდა უბედურებას, მე რომ ვყოფილიყავი მის გვერდით, ეს არ მოხდებოდა" - რას ჰყვება დიანა ღურწკაია ტრაგედიაზე

დიანა ღურწკაიას მეუღლის, პიოტრ კუჩერენკოს გარდაცვალებიდან 20 მაისს ერთი წელი შესრულდა. გასულ წელს პიოტრი კუბიდან რუსეთში მივლინებიდან ბრუნდებოდა, თვითმფრინავში კი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ერთი წლის გასვლის შემდეგ, რუსეთში მომუშავე ქართველი მომღერალი ჟურნალისტებთან ჰყვება, თუ როგორ შეიტყო საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. დიანამ ასევე ისაუბრა როგორ ცხოვრობს ტრაგედიის შემდეგ. მომღერლის თქმით, ტრაგიკული ამბავი საყვარელი ადამიანისგან შეიტყო. იმ წუთებში იგრძნო, რომ "გული მკერდიდან ამოუვარდა".

"არაფერი მოასწავებდა უბედურებას. პიოტრი ხალისიანი ადამიანი იყო, უყვარდა ცხოვრება და სხვების გახარება. რაც მოხდა, იმის მიღება და გაგება რთულია. არასოდეს დამავიწყდება ის საღამო, გული თითქოს ჩამწყდა. ეს მდგომარეობა დღემდე მაქვს. პეტია ავად თვითმფრინავში გახდა. ექიმებმა თქვეს, რომ პეტიას გულის უკმარისობა ჰქონდა", - ამბობს ღურწკაია.

ტრაგედიის დროს მომღერალს მხარს უჭერენ მისი ახლობლები, მათ შორის შვილი კოსტია, ძმა რობერტი და სხვები. ღურწკაია ამბობს, რომ ის ახლა ერთადერთი შვილის გამო ცხოვრობს... დიანას თქმით, არ ასვენებს ის აზრი, რომ იმ საბედისწერო წუთებში ქმრის გვერდით რომ ყოფილიყო, მის გადარჩენას შეძლებდა.

"მგონია, მე რომ ვყოფილიყავი მის გვერდით, ეს არ მოხდებოდა. იმის დრო მაინც იქნებოდა, რომ ჭიქა წყალი მიმეცა, ხელზე-ხელს ჩავკიდებდი, რომ არ შეშინებოდა. მაწუხებს, რა იყო მისი ბოლო ფიქრები, ეშინოდა თუ არა, ტკივილს გრძნობდა თუ არა...

რა თქმა უნდა, ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. არავის ვუსურვებ იმას, რაც განვიცადე... რასაც ახლა განვიცდი. ამბობენ, დრო ყველაფერს კურნავსო. მაგრამ ეს ბანალური სიტყვებია - დრო არაფერს კურნავს. ის უბრალოდ გასწავლის, როგორ იცხოვრო საყვარელი ადამიანის გარეშე“, - ამბობს დიანა ღურწკაია.

წაიკითხეთ ასევე: