საქართველოს უშიშროების ექსშეფის შვილს რუსეთში 3 წელი მიუსაჯეს

საქართველოს უშიშროების ექსშეფის შვილს რუსეთში 3 წელი მიუსაჯეს

კრასნოდარის ფედერალურმა მოსამართლემ ვლადიმერ კობზევმა, საზღვრის დარღვევისათვის საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვახტანგ ქუთათელაძის შვილს, გივი ქუთათელაძეს 3 წლით, ხოლო მის მეგობარს ალექსანდრე ვეფხვაძეს 2 წლითა და 6 თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ კრასნოდარის ტელევიზია იუწყება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულები სასჯელს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოიხდიან.

გივი ქუთათელაძემ და ალექსანდრე ვეფხვაძემ ყალბი აფხაზური ე.წ. პასპორტებით მდინარე ფსოუ გადალახეს. რუსმა მესაზღვრეებმა ისინი ადლერის რაიონში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დაუსწრებლად, ქუთათელაძეს 13 წელი, ვეფხვაძეს კი, 6 წელი მიუსაჯა. ისინი პოლიციისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო, 2010 წლის აპრილიდან იძებნებიან.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ