ავტორი:

"ამ ნაც-პოლიტიკოსს ჩემი კომენტარი აუღია და პროვოკატორობს... მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: არა რუსულ კანონს! კი - გამჭვირვალობას" - რას წერს ირაკლი ზარქუას და?

"ამ ნაც-პოლიტიკოსს ჩემი კომენტარი აუღია და პროვოკატორობს... მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: არა რუსულ კანონს! კი - გამჭვირვალობას" - რას წერს ირაკლი ზარქუას და?

დიზაინერი და დეპუტატ ირაკლი ზარქუას და ნინა ზარქუა მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. საუბარია მისი მხრიდან რამდენიმე დღის წინ სოცქსელში დაწერილ კომენტარზე, სადაც ამბობს, "არა რუსულ კანონს".

  • "მე ვარ ევროპული გზის, ურთიერთპატივისცემის, სიმშვიდის და სიყვარულის მხარეს! არა რუსულ კანონს! დიდი და მკაფიო კი ევროპას!“ - ასე უპასუხა რამდენიმე დღის წინ დიზაინერმა გამომწერს.

ამჯერად ზარქუა წერს, რომ მისი რამდენიმე დღის წინ გაკეთებული კომენტარის სქრინით რიგი პოლიტიკოსები პროვოკატორობენ. კონკრეტულად ის "ევროპული საქართველოს" წვერის გიორგი კანდელაკის სქრინს აზიარებს.

"ამ ნაც-პოლიტიკოსს, ჩემი კომენტარი აუღია და პროვოკატორობს თურმე, თან ეს ვინმე კანდელაკი ის კაცი ყოფილა, ვისაც ევროსაბჭოში რეზოლუციისთვის მხარი დაუჭერია, სადაც საქართველო დაადანაშაულა აგვისტოს ომის დაწყებაში და ასეთი ადამიანი ახლა ჩემს სქრინებს დასდევს და პროვოკატორობს !!

ყველასთვის მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: დიახ, არა რუსულ კანონს!! კი- ღირსებას!!კი- გამჭვირვალობას და კი- ევროკავშირს!! წერტილი!" - წერს ზარქუა.

ყოფილი მოდელი ნინა ზარქუა აქსესუარების, ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სამკაულის ხაზზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება.

დეპუტატის და ერთ-ერთია ცნობილ სახეებს შორის, რომელმაც "ინსტაგრამზე" კომენტარების ფუნქცია არ გამორთო. მართალია ბოლო პოსტი 11 მარტს აქვს გამოქვეყნებული, მაგრამ პერიოდულად ამ პოსტის კომენტარების ველში კანონის მოწინააღმდეგეები ხშირად შეურაცხმყოფელ კომენტარებსაც უწერენ.

წაიკითხეთ ასევე: