ავტორი:

"აშშ და დასავლეთი პროვოცირებას უწევენ უკრაინას ამ უაზრო ომის გასაგრძელებლად" - დიმიტრი პესკოვი

"აშშ და დასავლეთი პროვოცირებას უწევენ უკრაინას ამ უაზრო ომის გასაგრძელებლად" - დიმიტრი პესკოვი

რუსეთმა ნატო და აშშ "ახალი დონის დაძაბულობის პროვოცირებაში" დაადანაშაულა. ამის მიზეზი კი, უკრაინის მიერ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაა.

  • კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ნატოს ქვეყნები, განსაკუთრებით აშშ და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, "შევიდნენ დაძაბულობის ესკალაციის ახალ რაუნდში და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. ისინი ყოველმხრივ პროვოცირებას უწევენ უკრაინას ამ უაზრო ომის გასაგრძელებლად."

გერმანიის მთავრობის სპიკერის შტეფენ ჰებესტრეიტის განცხადებით, ბერლინი "ერთობლივად არის დარწმუნებული", რომ უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან თავის დაცვის უფლება აქვს.

"მას შეუძლია გამოიყენოს ამ მიზნით მიწოდებული იარაღი თავისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად“, - თქვა მან.

კვირის დასაწყისში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა პრაღაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უკრაინის მიერ იარაღის გამოყენების შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო აშშ-ის წარმოების F-16 საბრძოლო თვითმფრინავების რუსეთის საზღვარზე განლაგებას. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ამის დადასტურებაზე უარი განაცხადა. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ რუსეთის ტერიტორიაზე F-16-ის განლაგებების შესაძლებლობა გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, უკრაინელმა სამხედროებმა ქერჩის საბორნე გადასასვლელი დაბომბეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ამერიკული ATACMS რაკეტებით განხორციელდა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ორ ბორანს, რომლებიც სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვებს ახორციელებდნენ.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: