ავტორი:

"მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა მოემზადონ რუსეთთან ომისთვის... იქმნება სახმელეთო დერეფნები ჯარის გასაყვანად" - როგორია ნატო-ს და აშშ-ის გეგმა: რას წერს უცხოური მედია

"მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა მოემზადონ რუსეთთან ომისთვის... იქმნება სახმელეთო დერეფნები ჯარის გასაყვანად" - როგორია ნატო-ს და აშშ-ის გეგმა: რას წერს უცხოური მედია

"ნატო" რუსეთთან ომისთვის ემზადება. აშშ ახალ სახმელეთო დერეფნებს ქმნის, რათა შეტაკების შემთხვევაში ჯარი და ჯავშანტექნიკა ფრონტის ხაზთან ჰყავდეს - ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

"მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა მოემზადონ რუსეთთან ყოვლისმომცველი ომისთვის მომდევნო 20 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული ძალები მზად არიან ომის დაწყებისთვის, კერძო მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ კონფლიქტისთვის, რომელიც მოითხოვს მათ ცხოვრებაში საბითუმო ცვლილებას" - განაცხადა "ნატოს" მაღალჩინოსანმა, ადმლ რობ ბაუერმა ხუთშაბათს.

ეს ხდება ალიანსის უმაღლესი ლიდერების გაფრთხილების ფონზე, რომლის მიხედვითაც, დასავლეთის ქვეყნების ლიდერები მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთთან ომისთვის უნდა მემზადონ. არსებული გეგმების თანახმად, აშშ-ის ჯარებს გერმანიის გავლით პოლონეთში გადაიყვანენ.

რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-ის ჯარები გადაიგზავნება როტერდამის პორტში, შემდეგ კი აღმოსავლეთით გაიგზავნებიან. ასევე გაფართოვდება მარშრუტები სხვა პორტებისკენ, რათა თავიდან აიცილონ სახმელეთო კომუნიკაციების ხაზის გაწყვეტა მოსკოვის ძალების მიერ. გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე სოლფრანკის განცხადებით, უკრაინაში ლოგისტიკურ სისტემებზე რუსული სარაკეტო თავდასხმები ხშირია.

თუ ნიდერლანდებიდან შემოსულ ნატოს ჯარზე რუსები იერიშს მიიტანენ, ამ შემთხვევაში, ალიანსი აპირებს ყურადღება იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის პორტებზე გადაიტანოს. იტალიის პორტებიდან აშშ-ის ჯარების გადაყვანა უნგრეთში იქნება შესაძლებელი.

ნატოს დაახლოებით 90 000 ჯარისკაცი მომავალ კვირას დაიწყებს ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს ცივი ომის შემდეგ.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: