ავტორი:

"ამ ჩანთის რიგში წლობით დგანან... გასაგებია, რომ შეძლებული შეყვარებული ჰყავს" - შორენა ბეგაშვილისთვის ნაჩუქარი 69 000-იანი "ჰერმესის" ჩანთა განხილვის საგანია

"ამ ჩანთის რიგში წლობით დგანან... გასაგებია, რომ შეძლებული შეყვარებული ჰყავს" - შორენა ბეგაშვილისთვის ნაჩუქარი 69 000-იანი "ჰერმესის" ჩანთა განხილვის საგანია

შორენა ბეგაშვილმა იტალიური არდადეგები მნიშვნელოვანი შენაძენით დაასრულა. მსახიობი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ Hermes-ის ორიგინალ ჩანთას ყიდულობს.

"New Baby", - წერს ბეგაშვილი ვიდეოს აღწერაში. Birkin 30 Aligator-ის მოდელი, ნიანგის ტყავისგან არის დამზადებული და მისი ღირებულება 69 900 ევროა. მსახიობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, გამომწერების მხრიდან კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. ზოგიერთ მათგანს კი ეჭვიც კი შეეპარა ჩანთის ორიგინალობაში.

"ჰერმესის" ორიგინალი ჩანთა რომ იყიდო, მინიმუმ მილიონერი უნდა იყო. ასევე რიგში უნდა ჩადგე წინასწარ, რომ შეგხვდეს და მაგ შემთხვევაშიც სათუოა. ის რომ შორენა ლამაზია, ეგ კი უდავოა“.

"ჰო, აბა, ასე უცებ მივიდა და იყიდა ჩანთა, როცა მაგის რიგში ხალხი მინიმუმ 5 წელი დგას"

"რა ბევრი მკითხაობა უნდა, რომ შეყვარებული ჰყავს, საკმაოდ შეძლებული, რომელიც ალბათ იმ დროიდან ყიდულობს "ჰერმესში" რაღაცებს, სანამ ჩვენ გავჩნდებოდით. ასე რომ, შორენა სუპერსტარია და მაგიტომ იყიდა კი არა, უბრალოდ, ძალიან მდიდარი და გავლენიანი ტიპი ჰყავს აშკარად".

"ჰერმესის" პოლიტიკა თუ კარგად იცით, გავლენები არ შველის ამ ჩანთის ყიდვას. შოუბიზნესის და ჰოლივუდის "სთარებიც" წლობით ელოდებიან. აღარ გაგიგრძელებთ საუბარს, აზრი არ აქვს".

"ეს ჩანთა რეპლიკაა თუ არა, ვიდეოთი რთულია თქმა. ვვარაუდობ, შორენა რეპლიკებს არ იძენს/არ აჩუქებენ. მაგრამ ჰერმესის პოლიტიკა განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. მაგალითად პარიზში შეიძლება წინასწარი ჩაწერით მოხვედრა და თუ sales assay კარგად განეწყო, ჩანთასაც მოგყიდიან. შეიძლება ზუსტად ის მოდელი, ზომა ან ფერი არ იყოს, რაც გინდათ. წლობით რიგში დგომა არ არის საჭირო.“

"გაანებეთ რა, ხალხო. რა გინდათ ორიგინალი თუ რა, ქალი თავისთვის კაიფობს, უხარია, რომ შეიძინა HERMES ის ჩანთა"

შორენა ბეგაშვილი ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, საყვარელ მამაკაცთან ერთად ტოსკანაში ყველაზე ძველი მეღვინეობის ცენტრს "ვილა ანტინორის" სტუმრობდა.

წაიკითხეთ ასევე: