ავტორი:

ოკუპანტ რუსეთში, ეკონომიკური ფორუმზე გადაწყვიტეს, რომ ალა პუგაჩოვას "რუსული სცენის დედოფლის" წოდება უნდა ჩამოერთვას

ოკუპანტ რუსეთში, ეკონომიკური ფორუმზე გადაწყვიტეს, რომ ალა პუგაჩოვას "რუსული სცენის დედოფლის" წოდება უნდა ჩამოერთვას

რუსეთში ცდილობენ, ცნობილი მომღერლის ალა პუგაჩოვას, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კრემლის რეჟიმი დაგმო და ემიგრაციაში წავიდა, კვალი წაშალონ. ოკუპანტს ქვეყანაში ახლახან გადაწყვიტეს, რომ მას "რუსული სცენის დედოფლის" წოდება უნდა ჩამოერთვას.

პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე გადაწყვიტეს, რომ პრიმადონას ომის საწინააღმდეგო პოზიცია არ აძლევს მას პოპ დედოფლის სტატუსის ტარების უფლებას. რუსების აზრით, ამ ტიტულს ცნობილი პუტინისტი ლუბა უსპენსკაია იმსახურებს.

სანქტ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, უკვე რამდენიმე წელია, რაც რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავებიც ესწრებიან.

„უსპენსკაია იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე, რომ მან თავისუფლად შეცვალა პუგაჩოვა და ის ახლა სცენის დედოფალია“, - წერენ რუსული პროპაგანდისტული გამოცემები.

თავად პუგაჩოვა ამ ამბავს ჯერ არ გამოხმაურებია. სავარაუდოდ, ის გულგრილია ამ ამბის მიმართ, რადგან მომღერალი არც რუსეთში დაბრუნებას და არც აგრესორ ქვეყანაში გასტროლს გეგმავს.

  • პუგაჩოვას პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით

დივამ საჯაროდ არაერთხელ დაგმო პუტინის რეჟიმი და რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

2022 წლის სექტემბერში, პუგაჩოვამ მიმართა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, თხოვნით, ეღიარებინა "უცხოელ აგენტად", ამ ნაბიჯით სოლიდარობა გამოუცხადა მეუღლეს, მაქსიმ გალკინს, რომელიც ომის დაწყებიდან მალევე აღიარეს აგენტად. წყარო

იხილეთ ასევე: