ავტორი:

ბრიტანელი ტელეწამყვანი, რომელიც საბერძნეთში მოგზაურობისას გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს მედია?

ბრიტანელი ტელეწამყვანი, რომელიც საბერძნეთში მოგზაურობისას გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს მედია?

საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე მოგზაურობისას გაუჩინარებული ბრიტანელი ტელეწამყვანი და მედიკოსი მაიკლ მოსლი გარდაცვლილი იპოვეს. მისმა მეუღლემ, ექიმმა კლერ ბეილიმ დაადასტურა ინფორმაცია ქმრის გარდაცვალების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი კვირას სანაპირო კურორტთან, კუნძულ სიმიზე იპოვეს.

"იმაზე ფიქრიც გვანუგეშებს, რომ ის თითქმის გადავარჩინეთ. მას არასწორი მარშრუტი აუღია და ისეთ ადგილას დაეცა, სადაც სამაშველო გუნდი ადვილად ვერ მიაგნებდა",- ხსნიდა კლერი მედიასთან ინტერვიუში.

  • 67 წლის მოსლი ოთხშაბათს კუნძულ სიმიზე სასეირნოდ წასვლის შემდეგ გაუჩინარდა. მამაკაცს 5 დღე ინტენსიურად ეძებდნენ.
სიმის კუნძული

გარდაცვლილი ჟურნალისტის მეუღლემ დასძინა, რომ მოსლი თავგადასავლების მოყვარული ადამიანი იყო, რაც მას განსაკუთრებულს ხდიდა: "ყველა იმ ადამიანის მადლობელი ვართ, ვინც მის პოვნას დაუღალავად ცდილობდა. ზოგიერთი ამ კუნძულზე მცხოვრები ადამიანი, რომლებსაც მაიკლის შესახებ არც კი სმენოდათ, ჩვენგან უთქმელად დილიდან დაღამებამდე დაუღალავად ეძებდნენ მას.

მაიკლ მოსლი ბრიტანელი მედიკოსი და ჟურნალისტია. მის სახელთანაა დაკავშირებული "მეორე დღის დიეტა“ სახელწოდებით 5/2, რომლის დროსაც ადამიანი ნორმალურად იკვებება კვირაში 5 დღე და იღებს მხოლოდ 500 კალორიას დარჩენილ 2 დღეში. BBC-სთან თანამშრომლობა 1985 წელს დაიწო და მალე პოპულარული წამყვანი გახდა. მას ოთხი შვილი დარჩა.

გაუჩინარების შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა